ბრაზილიური სამზარეულო ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეულია სამხრეთ ამერიკის კონტინენტზე.
ზოგი მკვლევარი ამ ფაქტს ჰუგენოტებს მიაწერს, რომლებიც ოდესღაც საფრანგეთიდან ჩამოსახლდნენ და რიოს მიდამოებში დაიდეს ბინა. თუმცა, ერთი კი ფაქტია - თანამედროვე ბრაზილიური კულინარიული კულტურის ჩამოყალიბებაში დიდი წვლილი პორტუგალიელ კოლონიზატორებს მიუძღვით. 1500 წლიდან დამპყრობლებმა სამხრეთ ამერიკის ეს უზარმაზარი მიწა პორტუგალიის საკუთრებად გამოაცხადეს. იმ პერიოდისთვის პორტუგალიური სამზარეულო ევროპაში ყველაზე დახვეწილად ითვლებოდა, რადგან იქაურ ზღვაოსნებს აღმოსავლეთიდან ყოველთვის ჩამოჰქონდათ მრავალი სახის სანელებელი და ადგილობრივ სამზარეულოს უცხოეთიდან ჩამოტანილი რეცეპტებითაც ამდიდრებდნენ. მათ ბრაზილიაში შეიტანეს ხორბალი, მცენარეული ზეთი, ღვინო და სხვა პროდუქტები. ექსპერიმენტის სახით თავიანთ მენიუში მოახვედრეს ადგილობრივ მცხოვრებთა ძირითადი საკვები მანიოკა და სხვა ეგზოტიკური პროდუქტები.