12:32
22 ივნისი, 2021, სამშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
გემრიელი მოგზაურობა
გამორჩეულად სურნელოვანი, არომატული, მსუყე და მრავალფეროვანი ირანული სამზარეულო
25-03-2021

გასტრონომია ბევრს ამბობს ამა თუ იმ ქვეყნის კულტურაზე და დღევანდელ რუბრიკაში გვინდა გაგაცნოთ ირანული სამზარეულოს თავისებურებები. ირანის შიდა სამზარეულო გაცილებით მრავალფეროვანი, საინტერესო და მდიდარია, ვიდრე ეს გარედან ჩანს. და არა მხოლოდ გარედან, დღეს ირანში ჩასულ ტურისტს გაუჭირდება დარწმუნდეს ირანული სამზარეულოს სიმდიდრესა და გემრიელობაში.

დედაქალაქშიც კი ძნელია მოიძიო კვების ობიექტი, სადაც ამ კეთილშობილ სამზარეულოს დააგემოვნებ. აქ თითქმის ყოველ ნაბიჯზე შეხვდებით ფასთფუდის ტიპის სასადილოებს, კილომეტრებს კი უშედეგოდ გალევთ ღირსეული სამზარეულოს ძიებაში.თანამედროვე ირანული სამზარეულო დღესაც ინარჩუნებს ძველ ფესვებს.

კერძები გამორჩეულად სურნელოვანი, არომატული, მსუყე და მრავალფეროვანია. ხშირად უცნაური, ზოგჯერ მარტივი, იმავდროულად სრულყოფილი, ხორცით, ბრინჯით, მწვანილებით დატვირთული, ხილი და ბოსტნეული ყველა შესაძლო კომბინაციით.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები