11:48
1 ივნისი, 2020, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ეკონომიკა
გამონაკლისების გარდა, ქვეყანაში ყველა მშენებლობა შეჩერდება
02-04-2020

31 მარტიდან საქართველოში გამკაცრებული საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა. მთავრობის გადაწყვეტილებით, მხოლოდ საგამონაკლისო ეკონომიკური საქმიანობის გაგრძელებაა შესაძლებელი.

რაც შეეხება მშენებლობის სექტორს, მსხვილი სახელმწიფო ინფრასტრუქტურული პროექტები, სადაც მკაცრდად კონტროლდება ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განსაზღვრული ყველა წესის უპირობო დაცვა, უფლება ექნებათ მუშაობის გაგრძელების. ანალოგიურად მოხდება კერძო სექტორთან მიმართებით.

კერძოდ, იმ შემთხვევაში, თუ სამშენებლო ობიექტები წარადგენენ მუნიციპალიტეტებში და ოპერატიულ შტაბებში დასტურს იმისას, რომ მათი სამუშაო პროცესი ორგანიზებულია და შეესაბამება ჯანდაცვის სამინისტროს რეგულაციებს, ათ მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცემათ.

გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები