გამომცემლობა "პალიტრა L"-მა საქართველოს საპატრიარქოს პატიმრებისთვის წიგნები გადასცა. ძირითადად სასულიერო ხასიათის ლიტერატურა გამომცემლობა “პალიტრა L”-ის წარმომადგენლებმა საპატრიარქოს პენიტენციურ სისტემასთან ურთიერთობის განყოფილების ხელმძღვანელს დეკანოზ გიორგი თევდორაშვილს გადასცეს. დეკანოზის განცხადებით, წიგნები სხვადასხვა საპატიმროების ბიბლიოთეკებს დაურიგდებათ. დეკანოზმა გამომცემლობა “პალიტრა L”-ს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ პატიმრები წერილებში ხშირად სწორედ სასულიერო წიგნების კითხვის სურვილს გამოთქვამენ.