თბილისის პოლიციის მთავარ სამმართველოში თბილისის პრაიდის მოწინააღმდეგე გურამ ფალავანდიშვილი ლევან ვასაძის განცხადებებთან დაკავშირებით გამოკითხეს. გამოკითხვის დასრულების შემდეგ ფალავანდიშვილმა იხუმრა, რომ გამომძიებლებისგან იყო ნოველა კომბლეზე, იყო შეკითხვა, სად არის კომბლების საწყობი - რომელი ლიდერის სხვენში. ამასთან, მისივე შეფასებით, ბრალდება აბსურდულია, რადგან არანაირი რაზმი და მხედრიონი არ არსებობს. მისივე თქმით, მათი ქმედებები იქნება მშვიდობიანი, უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობა კი მთავრობამ უნდა აიღოს.