09:31
19 აგვისტო, 2019, ორშაბათი
იტვირთება შემდეგი ვიდეო
ამბები
გამოქვეყნდა რეკომენდებული საკვების ახალი სია, რომელშიც რძე ამოღებულია - ნახეთ, რა უნდა იდოს თეფშზე კანადაში, რჩევის მიხედვით
04-02-2019

კანადის ჯანდაცვის სამინისტრომ რეკომენდებული საკვების ახალი სია გამოაქვეყნა,  რომელზეც სახელმწიფო სამი წელი მუშაობდა.
ცვლილებებს დადებითად შეხვდნენ მცენარეული საკვების მხარდამჭერები, თუმცა ახალმა რაციონმა რძის მოყვარულებში უკმაყოფილება გამოიწვია. სახელმწიფო აღნიშნული რეკომენდაციით საკუთარ მოქალაქეებს ურჩევს, თუ როგორ უნდა იკვებონ ოპტიმალურად.
საკვები რაციონის წლევანდელ განახლებაში სხვადასხვა კატეგორიის საკვების ჯგუფები და განსაზღვრული პორციები სრულად უგულვებელყოფილია.

რძის პროდუქტები კანადასა და სხვა დასავლურ კულტურებში საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს. მას შემდეგ, რაც 1942 წელს სახელმწიფომ პირველი მსგავსი რეკომენდაციები გამოუშვა, კანადა საკუთარ მოქალაქეებს მუდმივად ურჩევდა, რომ რძე და მისგან დამზადებული პროდუქტები დღეში რამდენჯერმე მიეღოთ.

ამჟამინდელი რეკომენდაციებით კანადა მოსახლეობას ურჩევს, რომ თეფშის ნახევარი ხილითა და ბოსტნეულით გაავსონ, მეოთხედი ცილით, მეორე მეოთხედი კი მარცვლეულითა და მისი პროდუქტებით. თეფშის ანალოგია 2011 წელს აშშ-მაც შემოიღო, თუმცა, კანადისგან განსხვავებით, აშშ-ს თეფშის გვერდზე ერთ ჭიქა რძესაც შევხვდებით რეკომენდაციებიდან ამოღებულია შოკოლადის რძე და წვენებიც, ამის მიზეზი ჭარბწონიანობასთან ბრძოლაა.  ახალ რეკომენდაციებში ნათქვამია, რომ შაქრის უარყოფითი გავლენა რძისგან მიღებულ დადებით გავლენას აჭარბებს.

კვლევებით ირკვევა, რომ ბავშვების მიერ მიღებული შაქრის დიდი ნაწილის წყარო ტკბილი სასმელებია. 2009 წლის შემდეგ კანადაში რძის მოხმარება მუდმივად კლებულობს, რძის მცენარეული ალტერნატივები კი უფრო და უფრო პოპულარული ხდება. კანადელების დიდი ნაწილი ცდილობს, რომ რძის პროდუქტები და ხორცი ნაკლებად მოიხმაროს. ამის ძირითადი მიზეზი ეთიკური და გარემოსდაცვითი საკითხებია.

AutoPlay
"საკმაოდ "ძვირია" გადახდილი იმაში, რომ თითოეულმა ადამიანმა შეძლოს ფერიცვალება" - რა უნდა იცოდეს ქრისტიანმა ფერიცვალების შესახებ
გამოქვეყნდა 15 საათის წინ
26 წლამდე ახალგაზრდები საშემოსავლო გადასახადისგან გაათავისუფლეს - პოლონეთში მიღებული გადაწყვეტილება 2 მილიონ ადამიანს შეეხება
31-07-2019
ყველაფერი, რაც მწერების ნაკბენების შესახებ გაინტერესებთ - თქვენს კითხვებს პარაზიტოლოგი პასუხობს
31-07-2019
ელიზაბეთ ტეილორის Rolls-Royce აუქციონზე გაიყიდება
31-07-2019
მსახიობი რუსი ტეილორი, რომელიც მინი მაუსს ახმოვანებდა გარდაიცვალა
31-07-2019
ბუნებრივი რესურსების წლიური ნორმა უკვე გახარჯულია
31-07-2019
გააკეთე კომენტარი
FB კომენტარი
სხვა სიახლეები