სოციოლოგიური გამოკითხვის მიხედვით, აშშ-ის "დემოკრატიული პარტიის" საპრეზიდენტო კანდიდატებს შორის ბერნი სანდერსი ლიდერობს.
ამერიკული მედიის ინფორმაციით, 78 წლის ვერმონტის შტატის სენატორს მხარს მოსახლეობის 32% უჭერს. გამოკითხვის მიხედვით, მე-2 ადგილს აშშ-ის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი იკავებს. მას აშშ-ის მოქალაქეთა 16% უჭერს მხარს. რაც შეეხება ნიუ-იორკის ყოველ მერსა და მილიარდერს, მაიკლ ბლუმბერგს ამომრჩეველთა 14 პროცენტი უცხადებს ნდობას.
შეგახსენებთ, საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში მიმდინარე წლის 3 ნოემბერს გაიმართება.