"ერთიანი ნაციონალური" მოძრაობის წევრი, ხატია დეკანოიძე საგამოძიებო უწყებაში გამოკითხვაზე მისვლას არ აპირებს. როგორც მან "პალიტრანიუსს" განუცხადა ის ჩვენებას სასამართლოში, მაგისტრატი მოსამართლის თანდასწრებით მისცემს.
ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, ბაჩუკი ქარდავა, რომელიც შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა, ამბობს, რომ გახარია და ივანიშვილი დაჭერებით და დაკითხვებით ნამდვილად ვერ დააშინებენ. მისივე განცხადებით, ის ესაუბრა გამომძიებელს და 20 ივნისის მოვლენების განხილვა უნდა მოხვდეს მაგისტრანტი მოსამართლის თანდასწრებით, სასამართლო უწყებაში.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი ლიდერები - ხატია დეკანოიძე, გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღლონტი და ბაჩუკი ქარდავა შს სამინისტრომ გამოკითხვაზე 12 ივლისს დაიბარა.