„ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის“ (NDI) მიერ გამოკითხულთა უმრავლესობას ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებულ სამ ყველაზე მნიშვნელოვან საკითხად - გზები, გარემოს დაბინძურება და კომუნალური გადასახადი მიაჩნია.კერძოდ, გამოკითხულთა 35% აცხადებს, რომ კეთილმოწყობასთან დაკავშირებული ყველაზე მნიშვნელოვანი პრობლემა არის გზები, 22%-22% გარემოს დაბინძურებასა და კომუნალურ გადასახადებს ასახელებს, 18% - წყლით მომარაგებას, 14% - კანალიზაციას, 13% - საგზაო მოძრაობას, 12%- საზოგადოებრივ ტრანსპორტს, 11-11% კი - გაზმომარაგებას, სუფთა ქუჩებს და უსახლკარო ცხოველებს და ა.შ.კვლევის საველე სამუშაოები 6-20 დეკემბრის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით, 2 ათას 205 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე ჩატარდა. ცდომილების ზღვარი 2,1%-ს შეადგენს.