NDI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა უმეტესობა მიიჩნევს, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა ხალხს სარგებელს მოუტანს. რაც შეეხება კითხვას, აქვთ თუ არა საკმარისი ინფორმაცია უვიზო მიმოსვლის პროცედურების შესახებ, გამოკითხულთა 64 % აცხადებს,რომ "დიახ, სმენია", ხოლო 34 % ამბობს, რომ „საკმარისი ინფორმაცია არ აქვს“, 2 %-ის თქმით კი, "არ იცის".კვლევის საველე სამუშაოები 7-28 აპრილის პერიოდში ჩატარდა. მის ფარგლებში საქართველოს მასშტაბით (ოკუპირებული ტერიტორიების გამოკლებით) 2,493 რესპონდენტი გამოიკითხა.