NDI-ის გამოკითხულთა 64% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური სავალდებულო მხოლოდ კაცებისთვის უნდა იყოს. კითხვაზე - ჩამოთვლილთაგან რომელ მოსაზრებას ეთანხმებით, აღნიშნული პასუხი გასცა გამოკითხულთა 64%-მა, 18% მიიჩნევს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური კაცებისთვისაც და ქალქებისთვისაც უნდა იყოს სავალდებულო, 16% კი აცხადებს, რომ საქართველოში სამხედრო სამსახური არ უნდა იყოს სავალდებულო.კითხვაზე - ეთანხმებით თუ არა, რომ საქართველოში სამხედრო კარიერას ირჩევენ, რადგან ჯარისკაცებს სტაბილური შემოსავალი აქვთ, გამოკითხულთა 88% აცხადებს, რომ ეთანხმება, გამოკითულთა 7% კი ამბობს, რომ არ ეთანხმება.