საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის შესახებ აზრთა სხვადასხვაობის გამო, „აიფიემ მარკეტ ინტელიჯენს კაუკასუსმა“ მოსახლეობა გამოკითხა, რომელშიც ქვეყნის მასტაბით, 350-მა რესპონდენტმა მიიღო მონაწილეობა. საკითხის აქტუალურობიდან გამომდინარე, გასაკვირი არ არის, რომ საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობის ცნობადობა მაღალი აღმოჩნდა. კვლევის შედეგად, გამოკითხულთა 79%-ს აქვს ინფორმაცია ამ საკითხის შესახებ. მათ შორის, საქართველოში დაგეგმილი ჰესების მშენებლობაზე ქალაქში უფრო მეტს - 85%-ს , ხოლო სოფელში - 70%-ს სმენია.
ამასთან, გამოკითხულთა მესამედი - 33% მიიჩნევს, რომ ჰესების მშენებლობა ქვეყნისთვის სარგებლობის მომტანი, 31%-ის აზრით კი - ზიანის მომტანი იქნება. ხოლო დარჩენილ 36%-ს კითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს.