"გამოხატე შენი მხარდაჭერა ჩინეთისადმი, გაიღე პირბადე" - ამ სახელწოდებით თბილისში საქველმოქმედო აქცია გაიმართა, რომელიც კორონავირუსთან ბერძოლაში ჩინეთის მხარდაჭერას ისახავდა მიზნად. საქველმოქმედო აქციის ორგანიზატორი არასამთავრობო ორგანიზაციის "ერთი სარტყელი ერთი გზა - საქართველოს ბიზნეს სახლი" იყო. ორგანიზატორები ამბობენ, რომ ვინაიდან ჩინეთში პირბადეების დეფიციტია სხვადასხვა ქვეყნები ცდილობენ ასე დაეხმარონ ჩინეთს და გამონაკლისი არც საქართველოა აქციის მონაწილეებმა ჩინეთისადმი მხარდაჭერა სიმბოლურად პირბადეების ადგილზე მიტანით გამოხატეს