თბილისის ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულ იმ პირთა რაოდენობას, რომლებიც კლინიკაში არიან მოთავსებული, უკვე გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა აჭარბებს. მისი ინფორმაციით, სხვაობა 210 ადამიანს შეადგენს, რაც კარგი მაჩვენებელია.
რაც შეეხება უშუალოდ ინფექციური სააავადმყოფოს პაციენტების მდგომარეობას, კლინიკას 30 კოვიდინფიცირებული პირიდან 2 მძიმე პაციენტი რჩება.