გამოიწვევს თუ არა ლარის კურსის ვარდნა ფასების გაზრდას და მოიმატებს თუ არა გაზმომარაგებისა და ელექტეროენერგიის ტარიფი. საკითხს საკანონმდებლო ორგანოში ეხმაურებიან. მართველი გუნდი ენერგეტიკის მინისტრის მიერ გაკეთებულ განცხადებას ეყრდნობა, როდესაც კახა კალაძემ განაცხადა რომ ელექტროენერგიაზე სამომხმარებლო გადასახადი არ მოიმატებს. საპირისპიროს ამტკიცებს ოპოზიცია, სადაც განმარტავენ რომ ხელისუფლებას უკვე გადაწყვეტილი აქვს გადასახადების და ტარიფების გაზრდა.