ჭურჭლის სარეცხი მანქანის, საშრობის და მსგავსი საოჯახო ტექნიკის შემდეგ Foldimate-მა გადაწყვიტა შეექმნა მოწყობილობა, რომელიც ტანისამოსს დაკეცავდა და ამით სამრეცხაოებსა თუ დიასახლისებს სამუშაოს გაუადვილებდა.
ტანისამოსის დასაკეცი მოწყობილობა საერთაშორისო სამომხმარებლო ელექტრონიკის შოუზე (CES) გამოფინეს, რომელიც ლას-ველასში იმართება.Foldimate-ის შემქმნელები განმარტავენ, რომ ტანისამოსის დასაკეცი მოწყობილობა 2019 წლის მიწირულს გამოჩნდება დახლებზე. მისი ღირებულება მიახლოებით 1,000 დოლარი იქნება და რობოტი 5 წუთში დაახლოებით 25 ერთეული ტანისამოსის დაკეცვას შეძლებს.