გამოძიების ვერსიით, შრი-ლანკაში მომხდარი ტერაქტები ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე მომხდარ თავდასხმაზე პასუხია - ამის შესახებ შრი-ლანკას მასმედიის საკითხებში მინისტრმა რუვან ვიჯევარდენემ განაცხადა.
"გამოძიებამ გამოავლინა, რომ აღდგომის დღეს ადგილობრივი ექსტრემისტების მიერ განხორციელებული თავდასხმა ახალ ზელანდიაში მეჩეთებზე თავდასხმაზე პასუხია", - განაცხადა მინისტრმა.
შეგახსენებთ, რომ 15 მარტს ახალ ზელანდიაში ორ მეჩეთში სროლის შდეგად 50-მდე ადამიანი დაიღუპა. შრი-ლანკაში კი გასულ კვირას სააღდგომო წირვის დროს 3 ეკლესიას და 3 ფეშენებელურ სასტუმროს დაესხნენ თავს. დაღუპულთა რიცხვმა 300-ს გადააჭარბა.