გამოძიების მხრიდან იყო შეთავაზება დეკანოზ მამალაძისთვის, რომ მას ემხილებინა სოსო ოხანაშვილი და მეუფე დიმიტრი, - ამის შესახებ დეკანოზ გიორგი მამალაძის ადვოკატმა მიხეილ რამიშვილმა განაცხადა.როგორც მიხეილ რამიშვილმა აღნიშნა, პროკურატურის მხრიდან მამალაძისთვის ეს შეთავაზებული იყო დაკითხვის დროს გამოცხადებულ შესვენებაზე, არაოფიციალურ საუბრებში. ამასთან, მისივე თქმით, აღნიშნულ შეთავაზებას იძულების სახე არ ჰქონია.