ავჭალაში მოკლული ვალერიან ნემსიწვერიძის ოჯახის ადვოკატის ნიკოლოზ წულეისკირის განცხადებით, გამოძიებას რამდენიმე დღეში შედეგი ექნება.
როგორც „პალიტრანიუსთან“ საუბარში წულეისკირი განმარტავს, მოკლულ მამაკაცს კრიმინალურ სამყაროსთან კავშირი არ ჰქონია და ის ბოლო წლების განმავლობაში „სულ სხვა ცხოვრებით ცხოვრობდა“. ადვოკატი ასევე გამორიცხავს შურისძიების ვერსიასაც. წულეისკირის თქმით, ის საქმეში მხოლოდ და მხოლოდ იმის გამო ჩაერთო, რომ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია არ გავრცელდეს.