ერთობლივმა საგამოძიებო ჯგუფმა დაასახელა რუსეთის სამი მოქალაქისა და უკრაინის ერთი მოქალაქის სახელები, რომელნიც ეჭვმიტანილი არიან უკრაინაში 2014 წლის ივლისში ბოინგის ჩამოგდებაში. მათ შორის არის იგორ გირკინი, რომელიც ცნობილია სტრელკოვის ფსევდონიმით. ამის შესახებ ჟურნალისტებს ზილენა ფრედერიკსმა, ტრაგედიის ერთ-ერთი მსხვერპლის ნათესავმა განუცხადა.
ფრედერიკსმა ასევე დაასახელა დანარჩენი ეჭვმიტანილების სახელები. ესენია სერგეი დუბინსკი, ოლეგ პულატოვი და ლეონიდ ხარჩენკო. ფრედერიკსის თქმით, მათ მკვლელობის მუხლით წარუდგენენ ბრალს. სასამართლო ამ საკითხთან დაკავშირებით 2020 წლის 9 მარტს დაიწყება.