გამოძიება სწორი მიმართულებით მიმდინარეობს, თუმცა, რამდენად შედეგის მომტანი იქნება, ამას გარკვეული დროს დასჭირდება, რომ დავინახოთ, - ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პროკურატურაში ხორავას ქუჩის სისხლიანი გარჩევის საქმესთან დაკავშირებით გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ გააკეთა.ომბუდსმენი შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან თავს იკავებს, თუმცა, აღნიშნავს, რომ სახალხო დამცველის აპარატი გამოძიების მიმდინარეობას აკვირდება და ასევე, ასრულებს შუამავლის ფუნქციას.