„თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ პროკურატურაში დაწყებული გამოძიება პირდაპირ ურტყამს იმ ხელშეკრულებების პროცესს, რომელიც ანაკლიის პორტის მშენებლობას უკავშირდება. მისი თქმით, ამავე დროს სახელმწიფო „თი-ბისი ბანკს“ მხარში უდგას. ხაზარაძის განმარტებით, დარჩენილია ფინანსური დახურვის პროცესი, რაც საკმაოდ რთული პროცედურაა. ხაზარაძის განცხადებით, საქმე აღარ ეხება „თიბისის“, კონკრეტულ ადამიანებს, ეხება ჩვენს ქვეყანას, პერსპექტივას და მომავალს.