ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე ეკა ბესელიას წინააღმდეგ გამოძიების დაწყებაზე გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება. დეპუტატი ამბობს, რომ ძალიან უკვირს, რატომ არ გადადგა აქამდე პროკურატურამ შესაბამისი ნაბიჯები ბესელიას შესაძლო კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით. მისი თქმით, კითხვები მის კორუფციულ საქმიანობაზე მაშინ გაუჩნდა, როცა ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე გახდა და ეს კითხვები დასვა უმრავლესობის ერთ-ერთ სხდომაზე, სადაც ბიძინა ივანიშვილმა მას სთხოვა, კითხვების დასმა შეეწყვიტა.