გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ - Palitra News

გამოძახებაზე მისულ სასწრაფოს ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ

2019-05-30 15:56:48+04:00

გორში, შინდისის გმირების ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში, გამოძახებაზე მისულ სასწრაფო დახმარების ექიმს ფიზიკურად გაუსწორდნენ. ექიმის მაია ნაოჭაშვილის ინფორმაციით, 50 წლამდე ასაკის ქალი მას ფიზიკურად გაუსწორდა და სამედიცინო ინვენტარიც დაუზიანა.

სასწრაფო დახმარების ჯგუფმა მომხდარი ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობა. მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.