ბადრი ესებუას მამა, ტარიელ ესებუა შვილს თხოვს, ოჯახს დაუკავშირდეს და პოლიციას ჩაბარდეს. მის ვიდეომიმართვას პორტალი „კვირა“ ავრცელებს. ბადრი ესებუას მამა შვილს ჩაბარებას სთხოვს.
ვიდეომიმართვაში აღნიშნულია რომ მას გუშინ ელოდებოდნენ და მშობლებთან არ ჩასულა.
შეგახსენებთ, 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალს შეიარაღებული პირი თავს დაესხა. მძევლად აიყვანა 19 ადამიანი, თუმცა რამდენიმე საათის შემდეგ 16 პირი გაათავისუფლა და ბანკის შენობა მძევლებთან ერთად მას შემდეგ დატოვა, რაც მისი მოთხოვნები დააკმაყოფილეს - მისცეს თანხა და შეუქმნეს უსაფრთხო პირობები ტერიტორიის დატოვებისთვის. თავდამსხმელი ნახევარ მილიონ დოლარს ითხოვდა. არსებული ინფორმაციით, სწორედ გალდავამ მიუტანა თავდამსხმელს ფულიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ დაადასტურა, რომ 21 ოქტომბერს ზუგდიდში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე მომხდარი თავდასხმა ბადრი ესებუამ განახორციელა.