გამკაცრდება თუ არა ზომები პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე? - ნათია მაზვრიშვილი განმარტებას აკეთებს - Palitra News

გამკაცრდება თუ არა ზომები პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დარღვევაზე? - ნათია მაზვრიშვილი განმარტებას აკეთებს

2020-10-20 12:42:37+04:00

შესაძლოა პირბადის არგაკეთებაზე ან ტარების წესის დაღვევაზე ზომები გამკაცრდეს. როგორც უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მოქალაქეებმა პირბადე გარე სივრცეშიც ატარონ, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც დისტანციის დაცვა შეუძლებელია.

მეზვრიშვილმა ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებაც მიმოიხილა და აღნიშნა, რომ მიუხედავად მზარდი მაჩვენებლისა, სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება.