ისნის რაონის გამგებლის, კახა ლაბუჩიძის ინფორმაციით, ხის საამქროში გაჩენილი ხანძრის შედეგად ძვირადღირებული დანადგარები და საღებავების საწყობია დამწვარი. როგორც ლაბუჩიძემ ჟურნალისტებს ტერიტორიის დათვალიერების შემდეგ განუცხადა, ზარალის ზუსტი ოდენობა ჯერჯერობით უცნობია, თუმცა, საწყობი მთლიანად დაიწვა. ცეცხლი უკვე ლიკვიდირებულია, სხვა საწყობებზე გადასვლის საშიშროება არ არსებობს. ცეცხლი ხის საამქროში დილით გაჩნდა. ადგილზე 30 სახანძრო მანქანა მუშაობდა.