Game of Thrones-ის მაყურებელი ზამთრის დადგომაზე არანაკლებ დიდი შემართებით ფინალური სეზონის ტრეილერის გამოსვლას ელოდა. ეს დღეც დადგა. Trailer is here - ამ წარწერით სერიალის ოფიციალურ გვერდზე ვიდეო გამოქვეყნდა და ლოდინის რეჟიმიც ჩაირთო. ტრეილერს პირველივე წამებიდანვე შემოაქვს დაძაბულობა. შეშინებული და დასისხლიანებული არია სტარკის ხილვის შემდეგ, რთული მისახვედრი არ არის, რომ თეთრი მოარულები უკვე ვინტერფელში არიან.