საქართველოს პარლამენტის წინ პარტია “გამარჯვებული საქართველო”-ს წევრებმა ირაკლი ოქრუაშვილისა და 20-21 ივნისის აქციაზე დაკავებულთა მხარდასაჭერად კარავი გაშალეს. როგორც ისინი აცხადებენ,კარვის გაშლა განაპირობა 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად დაპატიმრებული ადამიანების მდგომარეობამ ,რომლებიც კვლავ პატიმრობაში იმყოფებიან.გურამ ჩალაგაშვილის განცხადებით კარავი იდგება იქამდე ,სანამ არ შესრულდება მათი მოთხოვნები და არ გათავისუფლდებიან 20 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული პირები.