ინციდენტის პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში გალში მორიგი სამუშაო შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა.სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენლის ინფორმაციით, შეხვედრაზე განხილული იყო პატიმარ გიორგი ლუკავას ჯანმრთელობის, უსაფრთხოების და გათავისუფლების საკითხები, თუმცა გათავისუფლებასთან დაკავშირებით შეთანხმება ვერ მოხერხდა. გალის შეხვედრებზე კვლავ აქტიურად განიხილება გიგა ოთხოზორიას მკვლელის რაშიდ კანჯიოღლის დაკავების და ქართული მართლმსაჯულების წინაშე წარდგენის საკითხი.
იხილეთ: გალის შეხვედრის პარალელულად პატიმარ გიორგი ლუკავას ახლობლებმა ენგურის ხიდთან აქცია გაიმართეს