საუკუნეების მანძილზე, ესპანეთის სამზარეულოზე არაერთმა კულტურამ მოახდინა გავლენა. აღსანიშნავია, რომ მიუხედავად ამისა, ესპანეთმა მოახერხა და შეინარჩუნა ავთენტური გემო, რომელიც მხოლოდ ამ ქვეყანას გვახსენებს.
ესპანური სამზარეულოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაწილი რეგიონალური მრავალფეროვნებაა. გალისია, ახალი და ძველი კასტილია, კატალონია - ყველა მხარე თავისი ინდივიდუალური კულინარიული მახასიათებლებით გამოირჩევა.
აქ სამზარეულოს ძირითადად, სამხრეთ, სანაპირო, ცენტრალურ და დასავლურ ნაწილებად ყოფენ. ზოგიერთ მათგანში მეტი ზღვის პროდუქტია, ზოგიერთში ხორცი, ზოგი ხილითაა გამორჩეული, ზოგი კი ლობიოთი. ისევე როგორც ყველა ევროპელი, ესპანელებიც ტრადიციების ერთგულნი არიან.
მოკლედ, ესპანური სამზარეულო ძალიან მრავალფეროვანია. კატალონიაში არ მიირთმევენ იმას, რასაც კასტილიაში, ბასკების სადილი კი ანდალუსიელებისგან განსხვავდება. მაგრამ, მთელ ესპანეთში ჭამენ ტაპასს, პაელიას და გასპაჩოს; უყვართ ზეითუნის ზეთი და შაშხი.