შეხვედრის პარალელურად პატიმარ გიორგი ლუკავას ახლობლებმა და მხარდამჭერებმა ენგურის ხიდთან საპროტესტო აქცია გამართეს. ვეტერან მეომართა არასამთავრობო ორგანიზაცია "ძლიერი, ერთიანი საქართველოს" და "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლებმა გიორგი ლუკავას ოჯახს სოლიდარობა გამოუცხადეს და ხელისუფლებისგან რეაგირება მოითხოვეს. მათი თქმით, ხელისუფლება ლუკავას გასათავისუფლებლად არაფერს აკეთებს. აქციის მონაწილეების განცხადებით, მათ ჰქონდათ ინფორმაცია, რომ შეხვედრა 24 თებერვალს გაიმართებოდა, ასევე, მათივე თქმით, შეხვედრა უჩვეულოდ ადრე დასრულდა. აქციის მონაწილეები აღნიშნულს იმას უკავშირებენ, რომ ხელისუფლების წარმომადგენლებს აქციის მონაწილეებისთვის თავის არიდება სურდათ.
იხილეთ: გალში ინციდენტების პრევენციის მორიგი სამუშაო შეხვედრა კვლავ უშედეგოდ დასრულდა