გალიდან ვირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 50 წლის ქალი შეიყვანეს - Palitra News

გალიდან ვირუსის სიმპტომებით ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში 50 წლის ქალი შეიყვანეს

2020-03-30 09:03:08+04:00

ზუგდიდის ინფექციურ საავადმყოფოში გუშინ გვიან ღამით ოკუპირებული აფხაზეთიდან, კერძოდ გალიდან, 50 წლის ქალი მოათავსეს. საავადმყოფოში ამბობენ, რომ მას კორონავირუსის სიმპტომები, ცხელება და ხველა აღენიშნება. ის უკვე მოთავსებულია ბოქსირებულ პალატაში და მისი მდგომარეობა ამ დროისთვის სტაბილურიაა.

ბიოლოგიური მასალას ლუგარის ლაბორატორიაში, სავარაუდოდ, დღეს გადაგზავნიან.