გალერეა yeard -ში საქველმოქმედო გამოფენა მოეწყო, სადაც 60 მხატვრის სხვადასხვა ზომის ნამუშევრები იყო წარმოდგენილი. როგორც "გალერეა yeard-ის ხელმძღვანელმა, ია ბოკუჩავამ განაცხადა, საქველმოქმედო ფონდის შემოწირულობებიდან წელს, "აღსანიშნავია გიგლა ლეონიძის ხელნაწერი და თავად პატრიარქის შემოწირულობა: ზარდახშა, საკმეველი და მისი ბიოგრაფიულო წიგნი. მისი თქმით, გამოფენიდან შესული თანხა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვებს მოხმარდებათ. აღსანიშნავია, რომ მსგავსი ტიპის გამოფენები, საქველმოქმედო ფონდ "ღვთისშვილების" მიერ, წელიწადში ორჯერ, აღდგომის და შობის დღესასწაულების წინ ეწყობა.