ამ დროის მონაცემებით, გალარების პროგრამით 5092-მა მსესხებელმა ისარგებლა, - ამის შესახებ ბანკების ასოციაციის აღმასრულებელმა დირქტორმა გოგიტა ცუცქირიძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. ცუცქირიძის ინფორმაციით, აღნიშნული მაჩვენებელი სრული რაოდენობის 19%-ს შეადგენს. მისივე თქმით, სულ 71 მლნ დოლარია გალარებული. ცუცქირიძე მიიჩნევს, რომ ლარიზაციის პროცესში გალარება პოზიტიური როლის შემსრულებელი იყო.