წყალტუბოს რაიონის სოფელ მესხეთში შალამბერიძეების ოჯახი დააყაჩაღეს. ოჯახის უფროსს საკუთარ საცხოვრებელ სახლში რამდენიმე ნიღბიანი პირი დახვდა, რომლებმაც ასაკოვან მამაკაცს თავში ბლაგვი საგანი ჩაარტყეს, ჯიბეში არსებული თანხა წაართვეს, შემდეგ კი გაიტაცეს.დაზარალებულმა თავი მხოლოდ 5 საათის შემდეგ გაითავისუფლა და ნათესავებს დაუკავშირდა.დაზარალებულების ახლობლები აცხადებენ, რომ გატაცების შემდეგ მამაკაცს ფიზიკურად გაუსწორდნენ. როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, საქმე 179-ე მუხლით აღიძრა,რაც ყაჩაღობას გულისხმობს.