მთავრობა ქუთაისი-სამტრედიის შემოვლითი ავტომაგისტრალის ნახშირღელე-დაფნარის მონაკვეთზე გზისთვის კიდევ 2 ზოლის დამატებას გეგმავს. შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობამ გახშირებული ავტოსაგზაო შემთხვევების გამო მიიღო.
საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განმარტებით, ზესტაფონიდან 14 კილომეტრი ისედაც 4 ზოლიანი შენდება, უკვე ნახშირღელედან დაფნარამდე 2-ზოლიან გზას კიდევ 2 ზოლი დამატება, ხოლო დაფნარში უკვე ისევ 4-ზოლიანი გზა იწყება.
გზის აღნიშნულ მონაკვეთზე საპროექტო სამუშაოების შესყიდვის პარალელურად, ფინანსთა და რეგიონული განვითარების სამინისტროები იწყებს დონორებთან მუშაობას მშენებლობის დაფინანსების წყაროების მოსაძიებლად.