გახმაურებული მკვლელობები, დაჭრის ფაქტები და სისხლიანი გარჩევები: გაზრდილია თუ არა ქვეყანაში კრიმინალი ბოლო პერიოდში? - საკითხს პოლიტიკოსები ეხმაურებიან. ოპოზიცია კრიმინალის საგრძნობ მატებაზე საუბრობს. ხელისუფლება ოპონენტების ბრალდებებს არ იღებს და საპირისპიროს ამტიკებს. არგუმენტებად მმართველ გუნდს ოფიციალური სტატისტიკა მოჰყავს.