შინაგან საქმეთა სამინისტრომ ავჭალაში მომხდარი ცოლ-ქმრის გახმაურებული მკვლელობა გახსნა, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი. მათივე ცნობით, დაკავებულია მრავალჯერ ნასამართლევი, 1982 წელს დაბადებული პირი.
“შინაგან საქმეთა სამინისტრომ კიდევ ერთი გახმაურებული მკვლელობის ფაქტი გახსნა, რომელიც მიმდინარე წლის 14 იანვარს ზაჰესის დასახლებაში, ავჭალის ქუჩაზე მოხდა. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივების სამმართველოს და გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1982 წელს დაბადებული, წარსულში მრავალჯერ ნასამართლევი მ.ნ., განზრახ მკვლელობის ბრალდებით, თბილისში დააკავეს. მის მიერ ჩადენილი დანაშაული 16-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
იხილეთ:
მკვლელობა თბილისში: ცოლ-ქმარი გარდაცვლილი საკუთარ მაღაზიაში იპოვეს