სამართალდამცველებმა 2017 წელს ბათუმში ჩადენილი მკვლელობისთვის ორი პირი დააკავეს. მათ ბრალი ედებათ ორი ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში, ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობაში. გამოძიებით დადგინდა, რომ დაკავებულებმა 2017 წლის 5 აგვისტოს, ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, კისრის არეში ხელის მოჭერითა და სასუნთქი გზების გადაკეტვის გზით, 1988 წელს დაბადებული პირი და 1998 წელს დაბადებული პირი, მოკლეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ. მათ მიერ ჩადენილი დანაშაული13-დან 20 წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. პოლიციამ ერთი დამნაშავე თბილისში, მეორე კი სოფელ თელეთში დააკავა. ზვიად სალთხუციშვილი და გიორგი ხაჭაპურიძე აგვისტოში ბათუმში დასასვენებლად იმყოფებოდნენ, სადაც ისინი ნაქირავებ ბინაში გარდაცვლილები იპოვეს.