"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე გაერთიანებული ოპოზიციის წევრებსა და მხარდამჭერებს დღეს, 19:00 საათზე პარლამენტთან შეკრებისაკენ მოუწოდებს. მისი თქმით, ოპოზიციამ და სამოქალაქო საზოგადოებამ ყველაფერი უნდა გააკეთოს იმისთვის, რომ გიორგი გახარიამ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა არ დაიკავოს.
ასევე, ვაშაძე მინისტრთა კაბინეტში იმ ცვლილებებსაც გამოეხმაურა, რომელიც დღეს გახდა ცნობილი. ვაშაძის შეფასებით, წარდგენილი მინისტრებიდან არც ერთს "აგური აგურზე არ დაუდია" და მათ არანაირი პოლიტიკური მიღწევა არ აქვთ.