"გახარიას დანიშვნა ეს არის საზოგადოების აბუჩად აგდება. ადამიანი, რომელმაც ბავშვები დაასისხლიანა და საკუთარი მოსახლეობა ზუსტად ისევე არ დაინდო, როგორც „ნაციონალური მოძრაობა“ არ ინდობდა 7 ნოემბერსა და 26 მაისს, კაცს, რომელიც ჩაბღაუჭებული იყო იმ თანამდებობას, ასეთ კაცს რომ აწინაურებ და პრემიერ-მინისტრად ნიშნავ, ეს არის იმის დემონსტრირება, რომ საერთოდ არაფრად არ მიაჩნია ქართველი მოსახლეობა“ - დეტალებზე ალეკო ელისაშვილი გადაცემა "360 გრადუსში“ საუბრობს