ვიცე-პრემიერმა გიორგი გახარიამ, პრემიერის მრჩეველთან რეგიონალური განვითარების საკითხებში - სოზარ სუბართან ერთად, ზუგდიდში, სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში, ახალი გუბერნატორი - ალექსანდრე მოწერელია წარადგინა. გახარიას თქმით, სამეგრელოს რეგიონში თითოეულმა ადამიანმა უნდა იგრძნოს, რომ ადგილობრივი ხელისუფლება მასზე ზრუნავს.