სათამაშო ბიზნესთან დაკავშირებით, კანონპროექტი შემოტანილია დაახლოებით ერთი წელია, მაგრამ არ დაადგა საშველი საკომიტეტო მოსმენების დაწყებას და რეგლამენტით იცით რამდენია ვადა?! - 5 კვირა, - ამის შესახებ დამოუკიდებელმა დეპუტატმა, ლევან გოგიჩაიშვილმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ სათამაშო ბიზნესის რეგულაციებზე საუბრისას განაცხადა.„პრემიერმა გასცა ერთგვარი განკარგულება მთავრობის წევრების მისამართით, რომ უახლოეს ერთ წელიწადში ეს პრობლემა იყოს გადაჭრილი. კანონპროექტი შემოტანილია დაახლოებით ერთი წელია, მაგრამ არ დაადგა საშველი საკომიტეტო მოსმენების დაწყებას და რეგლამენტით იცით რამდენია ვადა?! 5 კვირა. ამ დროში ყველა კანონპროექტი უნდა განიხილოს და ყოველ თვეს ბიურო დებს ამ საკითხს“, - განაცხადა გოგიჩაიშვილმა.