პრემიერმა პატრიარქთან დაკავშირებით მეუფე იაკობის მიერ გაჟღერებულ ბრალდებას უპასუხა. „პატრიარქი ბოლო 40 წლის განმავლობაში არის ამ ქვეყნის წარსულის დღევანდელი დღის და მომავლის სიმბოლო. ეკლესია არაერთხელ აღვნიშნე, რომ არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ჩვენს სახელმწიფოებრიობას კრავს, - განაცხადა გიორგი გახარიამ. პრემიერის თქმით, ეკლესია არის ის შემაერთებელი ძალა, რომელიც ქვეყნის სახელმწიფოებრიობას კრავს. შეგახსენებთ, მეუფე იაკობმა "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა, რომ გიორგი გახარია, გიორგი კვირიკაშვილი და ვახტანგ გომელაური პატრიარქის გადაყენებაში ხელშეწყობას და მის ნაცვლად მეუფე შიოს დანიშვნას სთხოვდნენ. მისივე ინფორმაციით, მსგავსი შეხვედრები გაიმართა სხვა მეუფეებთანაც. როგორც იაკობმა განაცხადა, ეს დავალება ბიძინა ივანიშვილმა ვანო ჩხარტიშვილთან შეხვედრის შემდეგ გასცა.