შს მინისტრი გიორგი გახარია ტელეკომპანია "იბერიასთან" დაკავშირებით გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებზე სწრაფი გამოძიების აუცილებლობაზე საუბრობს.საკითხის კომენტირებისას, გახარიამ განაცხადა, რომ "როგორც კი კითხვის ნიშნები ჩნდება ყოფილ ან მოქმედ ჩინოვნიკზე გამოძიება სასწრაფოდ უნდა დაიწყოს". შეგახსენებთ, რომ 14 სექტემბერს, "იბერიას" საქმეზე "კურიერის" მიერ გავრცელებული ჩანაწერის მიხედვით სავარაუდოდ, ლევან ყიფიანი და "ომეგა ჯგუფის" მფლობელი ზაზა ოქუაშვილი საუბრობენ. აუდიოჩანაწერში საუბარია სამ მილიონზე, რომლიდანაც ნაწილი ბიუჯეტში უნდა შეიტანონ, ნაწილი კი კონტრიბუციის სახით უნდა გადაიხადოს "ომეგა ჯგუფმა".