პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია არ გამორიცხავს, რომ ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გახანგრძლივდეს. „ყველაფერი შესაძლებელია“, - ასე უპასუხა პრემიერმა ჟურნალისტების შესაბამის კითხვას.
ამასთან, გახარიას განმარტებით, საგანგებო მდგომარეობის კიდევ უფრო გამკაცრება დამოკიდებულია ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის დინამიკაზე.