სემეკი წყალმომარაგების სექტორში ახალ სატარიფო მეთოდოლოგიაზე მუშაობს. უახლოეს პერიოდში მარეგულირებელი კომისია საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ტარიფების გადახედვასაც გეგმავს. სემეკმა ევროპული პრაქტიკის გაზიარების მიზნით, წყლის მარეგულირებლების ევროპული ქსელის გენერალურ ასამბლეასა და სამუშაო ჯგუფის შეხვედრას უმასპინძლა შეხვედრაზე წყალმომარაგების კომპანიების მონიტორინგზე, რეგულირების პრინციპებზე ასევე კომპანიების მიერ განსახორციელებელ საინვესტიციო პროექტების მარეგულირებელ კომისიასთან შეთანხმებაზე იმსჯელეს.