ლონდონისა და ნიუ იორკის წამყვან საერთაშორისო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა. ბოლო მონაცემებით, ლონდონის ბირჟაზე ერთი ბარელი ნავთობი 74 დოლარი ღირს. საერთაშორისო ფასების ზრდას სპეციალისტები სირიის კრიზისსა და ოპეკის წევრი ქვეყნების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უკავშირებენ. გაძვირებული ფასები უკვე აისახა ქართულ ბაზარზეც. ნავთობიმპორტიორთა კავშირის თავმჯდომარის განცხადებით, არაბრენდირებულ ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის ფასი 5 თეთრით, ხოლო ბრენდირებულთა ნაწილზე 2 თეთრით გაიზარდა.