ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის თამარ გაბუნიას ინფორმაციით, მომდევნო 1-2 კვირის განვალობაში ეტაპობრივად გაიზრდება იმ კლინიკების რაოდენობა, რომლებიც ადგილზე შეძლებენ სწრაფი ტესტებით ცხელებით შემოსული პაციენტების გამოკვლევას. მისივე ინფორმაციით, ვირუსისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არქონის შემთხვევაში ყველა პირს ტესტირება ვერ ჩაუტარდება. თუმცა განსაზღვრულია ის სამი კატეგორია რომელსაც კორონავირუსზე ტესტს აუღებენ. ტესტებს იმ პირებსაც ჩაუტარებენ, ვინც კლინიკებს ცხელების სიმპტომებით მიმართავს. ასევე, სამედიცინო პერსონალს, ვინც მაღალი რისკის კლინიკებში მუშაობს ან ასევე ორგანიზებულ-ინსტიტუციურ დაწესებულებებში იმყოფებიან.
რაც შეეხება ზოგადად ტესტების რაოდენობას ირკევა, რომ ამ ეტაპზე - საქართველოში ანტისხეულზე დამყარებული 4 ათასი ტესტია და ანტიგენზე დამყარებული 2 ათასი სწრაფი ტესტი. უმოკლედ ვადაში ქვეყანაში დამატებით კიდევ 2 000 ანტიგენძე დამყარებული ტესტის შემოტანა იგეგმება. ჩაატარებს და დადებითი პასუხის შემთხვევაში, ლუგარის ლაბორატორიაში გადამოწმდება